ორგანიზაციის სტრუქტურა
გამგეობა
ძაძამია ავთანდილი ლილიანა გოგოხია ირაკლი ქარჩავა ნათია მესხი
|
დირექტორი
ლელა კაკაჩია
|
ფინ/ადმინის. განყოფილებალუარა კაკაჩია |
პროგრამების განყოფილებაკაკაჩია ლელა |
ასოციაციის ღირებულებები
პატიოსნება - ასოციაცია ცდილობს პატიოსნებით ემსახუროს საზოგადოების ყველაზე მარგინალურ ჯგუფებს და თავისი წვლილი შეიტანოს მათი საზოგადოებასთან ინტეგრაციის საქმეში
კეთილსინდისიერება - ასოციაცია ცდილობს კეთილსინდისიერად შეასრულოს თავისი ვალდებულებები.
პროფესიონალიზმი - ასოციაცია უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს თანამშრომელთა პროფესიონალიზმს, რაც წარმატების უმთავრები ფაქტორია.
კეთილსინდისიერება - ასოციაცია ცდილობს კეთილსინდისიერად შეასრულოს თავისი ვალდებულებები.
პროფესიონალიზმი - ასოციაცია უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს თანამშრომელთა პროფესიონალიზმს, რაც წარმატების უმთავრები ფაქტორია.
ორგანიზაციის ხედვა
.ორგანიზაციის ხედვა წარმოადგენს ასოციაციის საქმიანობის საბოლოო შედეგს, რომლის მიღწევისკენაც იგი მიისწრაფის. ყველა ინვალიდი, დევნილი და ქალი საზოგადოების სრულუფლებიანი, თვითრეალიზებული, უზრუნველყოფილი და ღირსეული წევრია
ორგანიზაციის მისია
ორგანიზაციის მისიაა სამეგრელოს რეგიონის ინვალიდთა, ქალთა და დევნილთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, დასაქმების, განათლებისა და უფლებების დაცვის ხელშეწყობა, საჭიროებისა და შესაზლებლობების გამოვლენით, ტრენინგების, კონსულტაციებისა და ადვოკატირების გზით.
საქმიანობის ძირითადი სფეროებია :
ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ხელშეწყობა.
საზოგადოებასთან ინტეგრაციის ხელშეწყობა.
განათლების ხელშეწყობა.
დასაქმების ხელშეწყობა.
უფლებების დაცვა.
ორგანიზაციის მოკლე ისტორია
ასოციაცია დაარსდა 1998 წელს როგორც წალენჯიხის ინვალიდთა ასოციაცია. ორგანიზაციის მისია იყო სოციალურად დაუცველი ფენების ინტეგრირება, განათლება და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის გაწევა და მესამე სექტორის მხარდაჭერა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება და დიპლომატიის გზით კონფლიქტის მოგვარება.
წალენჯიხის ინვალიდთა ასოციაცია ჩამოყალიბდა როგორც წამყვანი ორგანიზაცია, რომელიც მხარს უჭერდა სხვა ლოკალურ ორგანიზაციებს, როგორიცაა სათემო ორგანიზაციები ( CBOs ) წალენჯიხასა და ჩხოროწყუში. 12 სათემო ორგანიზაციას მიეწოდებოდა კონსულტაციები და ხდებოდა მათი დახმარება თემის მობილიზაციაში. ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს რომ ასოციაცია გახდა პიონერი კომპიუტერული მომსახურებით უზრუნველყოფაში.
2010 წელს ორგანიზაციამ ორგანიზაციამ განაახლა თავისი მისია და წესდება. ამჟამად ორგანიზაციის სახელი ზუსტად ასახავს მის სამიზნე ჯგუფებსა და საქმიანობებს