APDT გამოცდილება აქვს მუშაობის შემდეგ ორგანიზაციებთან: UNDP, American Embassy in Georgia, USAID, Gardens Georgia, CHCA, UNOMIG და სხვ.
- პროფესიული განათლება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ჭალენჯიხაში Save the Children - ის მხარდაჭერით 2008 წელს, უზრუნველყოფს პროფესიული და სამუშაოსთან დაკავშირებული უნარების ტრეინინგს ალენჯიხაში მცხოვრებ 50 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის
- მათ ჩავუტარეთ ტრენინგები რეალიზებად სამუშაო ადგილებში, დავასაქმეთ და/ან შევუქმენით მდგრადი ბიზნესი, ამაც ისინი უზრუნველყო მინიმუმ 300 ლარი ყოველთვიური შემოსავლით. დაახლოებით 110 ფიზიკურმა პირმა მოიპოვა პროფესიული უნარები სამკერვალო, ქარგვის, მშენებლობა / რემოდელირების სფეროებში. ქალთა "Tailors "სემინარი შეიქმნა ევროკომისიის დაფინანსებით და ითვალისწინებს შემოსავლის და დასაქმების შესაძლებლობებს დაახლოებით 30 ქალისთვის
- კომპიუტერული ცენტრი სეიქმნა ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით . მას გააჩნია 20 კომპიუტერი და სხვა საოფისე ტექნიკა. ჩვენი ძირითადი მიზანი იყო უზრუნველყოფა დევნილებისა და დაუცველი ადამიანების უფასო ინგლისური კლასებით და უფასო კომპიუტერული მომსახურეობით. ასევე, ტრეინინგი სტუდენტებისა და თინეიჯერებისათვის გადაწყვეტილებების დემოკრატიულად მისაღებად.სემესტრულად 30-მა სტუნდეტმა გაიარა ტრეინინგი ამ სფეროში, ისინი იძულებულები არიან გაიარონ ტესტი სემესტრის დასახურავად.წარმატებული კანდიდატი მიიღებს ATPD სერთიფიკატს. ცენტრს აქვს დიდი გამოცდილება გალის რაიონში მცხოფვრები კანდიდატების დახმარებაში
ტექნიკური დახმარება გაგვიწია MSI-მ, რომლის ფარგლებშიც ჩვენთან 2 წლის განმავლობაში მუშაობდა ქალბატონი ნინო სააკაშვილი, რომლის დახმარებითაც გავიუმჯობესეთ უნარ-ჩვევები და შევქმენით შემდეგი დოკუმენტები :
- 3 წლიანი სტრატეგიული გეგმა
- მონიტორინგის და შეფასების დოკუმენტი
- ფონდის მოძიება
- ორგანიზაციის სახელმძღვანელო ადამიანური რესურსების მართვა
- გრანტის გაცემის პოლიტიკა
- ერთწლიანი სამოქმედო გეგმა
- ურთიერთობა მთავრობასთან/მასმედიასთან